ახალქალაქის ინციდენტი

არჩევნების პირველი ტურიდან მესამე დღეს ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ძალადობაში ბრალდებულებს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს. ხუთივე ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტია. მათ შორის არიან ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილი და ძმა.

ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებს შორის 30 ოქტომბერს მოხდა. დაშავდა ოთხი ადამიანი.