51 წლის მამაკაცს, რომელიც 16 წლის ბიჭის გაუპატიურებაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესი დახურული იყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სავარაუდო მოძალადემ 16 წლის მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.