მიმართვა პროკურატურას

15:26, 29.08.2022

მინა მკოიანის მიმართ სავარაუდო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ოჯახი გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მათ პროკურატურას შესაბამისი განცხადებით მიმართეს. ადვოკატის განცხადებით, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, თუ როგორ ემუქრებოდა ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი მკოიანს. მისივე მტკიცებით, მკოიანი უკანონოდ არის დაკავებული. საუბარია 23 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე, როდესაც „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გაისროლა. უწყებაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი