მოსამართლემ არ შეცვალა აღკვეთი ღონისძიება, – პატიმრობა, – იმ ოთხი ბრალდებულისთვის, რომელიც ფარული ჩანაწერების საქმეზე დააკავეს.
სხდომა საქალაქო სასმართლოში ამ წუთებში დაიწყო. ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთ ღონისძიებად კვლავ პატიმრობა დარჩენილიყო, რადგან პროკურორის განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ამ მოტივით მათ საგამოძიებო პროცესის გახანგრძლივებისთვის მაისამდე ითხოვეს ვადა. ადვოკატები კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას აყენებდნენ, რადგან მათი განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ საგამოძიებო პროცესი უკვე დასრულებულია და შესაბამისად, ის საფრთხეები, რაზეც პროკურორები მიუთითებენ, არ არსებობს.
პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე 18 პირია ბრალდებული. მათგან ოთხს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.