გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, ოჯახური კონფლიქტისას 8 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მამის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ზურაბ შავლიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა. მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.
მოამბე