სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილს, 19 წლის ვახტანგ ტაბიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას სავალუტო ჯიხურის ყაჩაღობასა და მეპატრონეზე თავდასხმას ედავება.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ვახტანგ ტაბიძემ სავალუტო ჯიხურის მფლობელს სახეში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა, მაგრამ დაზარალებულის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის გაწევის გამო, ფულის წაღება ვერ შეძლო.

პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებს დაცვის მხარე. ადვოკატი აცხადებს, რომ განსასჯელის მოტივაცია ყაჩაღობა არ ყოფილა. დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 5 000-ლარინია გირაოს შეფარდებაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.