თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფოს მძღოლს, შარდენ ონიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო, – 5 ათასი ლარი, – შეუფარდა.
გირაოს შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა. როგორც ადვოკატი ამტკიცებს, იმის გამო, რომ სასწრაფოს არ ყავს სათადარიგო მძღოლები, შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიოლოგიურად გადაღლილი ყოფილიყო.
ადვოკატი ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს, რომლითაც მძღოლის ფიზიოლოგიური მდგომარეობა შემოწმდება.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 28 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება.