ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს. სამუშაოები ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. პროექტის დასრულების შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.