მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.
პროექტის ბოლო ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ოთხზოლიანი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ეწყობა ბეტონის საფარი. საგზაო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერი გაეცნო.