საპროტესტო აქცია ატენში

საპროტესტო აქციას მართავენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის მცხოვრებლები. მიზეზი, ადგილობრივების განცხადებით, გაჭიანურებული საგზაო სამუშაოებია. მოქალაქეებს საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ და ადგილზე მერიის წარმომადგენლების მისვლას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები საგზაო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ტექნიკას არ აძლევენ გადაადგილების უფლებას. მათი განცხადებით, გზის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა, თუმცა, გზა აღარ მოასფალტდა. ადგილობრივები სამუშაოების დასრულებას მოითხოვენ. ატენში სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „ენსესი“ აწარმოებს.