შემოვლითი გზის მშენებლობა

პრემიერ-მინისტრმა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერა.

13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და ოთხ გვირაბზე ხორციელდება. არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაზე გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის, მათ შორის ტრაილერების მიმოსვლას ართულებს, ასევე საქართველოს ტურისტულ დედაქალაქში საცობებს ქმნის. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. ასევე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.

დატოვე კომენტარი