საავტომობილო გზის მშენებლობა

დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა. კერძოდ, ისნის რაიონში, მახათას აღმართისა და ვაზისუბანში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზა მოეწყო და მოწესრიგდა. საუბარია 1 500 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე. პროექტის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის გაკეთდა ტროტუარი, გარე განათების ახალი ქსელი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული თბილისის მერიამ ორი მილიონი ლარით დააფინანსა.