საზოგადოების დახმარება 15 წლის ილია ჯვარშეიშვილს სჭირდება. გადატანილი იშემიური ინსულტის შედეგად, მოზარდს სპასტური ცერებრული დამბლა განუვითარდა. მას ჩატარებული აქვს სამი ოპერაცია, ამჟამად კიდევ სჭირდება ორი ძვირად ღირებული ოპერაცია თურქეთში. ყველას, ვისაც აქვს 15 წლის ილია ჯვარშეიშვილის დახმარების სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია. ასევე მოქმედებს საქველმოქმედო ნომერი: 09-01-70-14-70.