საზოგადოების დახმარება სამი შვილის დედას, 32 წლის ნინო წიკლაურს სჭირდება.
ახალგაზრდა ქალს თავის ტვინის მრავლობითი ანევრიზმა დაუდგინდა, – კონკრეტულად კი საძილე არტერიის პარა-კლინოიდური სეგმენტის ანევრიზმა და საფეთქლის წელის არტერიო-ვენოზური მალფორაცია. ანევრიზმა სწრაფად პროგრესირებს და ნინოს სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ნინო წიკლაური ამჟამად თურქეთის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ორი ოპერაცია. ოჯახს არ აქვს ძვირად ღირებული ქირურგიული ჩარევისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ოპერაცია 10 დღეში უნდა გაკეთდეს.
ყველას ვისაც აქვს სამი შვილის დედის, 32 წლის ნინო წიკლაურის დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.