მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჩვენს მეგობარს, კოლეგასა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი უკვე რამდენიმე წელია, მძიმე დაავადებას ებრძვის. ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მას ფილტვსა და გულთან, სავარაუდოდ აგრესიული ფორმის მეტასტაზი აქვს, შესაბამისად, სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გამგზავრება, დამატებითი კვლევა, ქირურგიული ჩარევა, მკურნალობის გაგრძელება და სარეაბილიტაციო პროცედურა.

გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება. მხარდაჭერის მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. მცირედიც ძალიან მნიშვნელოვანია – GE96TB7722645061600017

აქტუალური შაბათი