შეხვედრა გორის სამუსიკო სკოლაში

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში იმყოფებოდა. ის ადგილზე გაეცნო კოლეჯის მუშაობასა და არსებულ ინფრასტრუქტურას.

შეხვედრა გაიმართა ქართველ მუსიკოსსა და პიანისტ გიორგი ვაჩნაძესთან, ასევე კოლეჯის პედაგოგებთან. გუნდმა ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით შეასრულა რამდენიმე მუსიკალური ნომერი.