ახალი პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვაში

ინსულტის, ასევე ზურგის და თავის ტვინის დაზიანების შედეგად გამოწვეულ დარღვევებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დააფინანსებს.

რეაბილიტაციის დაფინანსება წლების განმავლობაში მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ინსულტის შემთხვევები ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ მაღალია.

სარეაბილიტაციო პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულ სერვისებს მოიცავს. ამიტომ პაციენტთა ნაწილს უსახსრობის გამო ამ სერვისების გარეშე უწევდა დარჩენა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებდა.