საზოგადოების დახმარება სამი წლის საბა რუხაძეს სჭირდება.
პატარა საბას რთული თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევისთვის აუცილებელია საბას გადაყვანა საზღვარგარეთ, რისთვისაც ოჯახს არ აქვს შესაბამისი თანხა. სამი წლის საბა რუხაძის გადარჩენაში დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.