საქართველოსთვის გაცემული დადებითი რეკომენდაცია - შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მასპინძლობს. საუბრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხია. დიპლომატები მიესალმებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მსჯელობა შეეხება ასევე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომს და ასევე უკრაინის ომსაც.