საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა - UNICEF-ის კვლევის შედეგები
საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა – ასეთია “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის” შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა. დოკუმენტი 2015-17 წლებს მოიცავს. გაეროს ექსპერტების შეფასებით, მართალია მოსახლეობის შემოსავლები გაზრდილია, თუმცა სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების მატების გამო, სიღარიბის მაჩვენებელი გაუარესდა. კვლევის მიხედვით, ბავშვების თითქმის 7 და პენსიონრების 4% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ასევე მომატებულია ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები, მედიკამენტების შეძენა კი კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად. გაზრდილია იმ ოჯახების რაოდენობაც, რომელიც ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, სარგებლობს ბანკებითა და ლომბარდებით. კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. სულ გამოიკითხა 4600-ზე მეტი ადამიანი.