საქართველოში საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონფერენცია გაიხსნა

თბილისში კონფერენცია სახელწოდებით დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში” გაიხსნა. კონფერენციის მიზანია საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

უცხოელი სპეციალისტები ქართველ მედიკოსებსა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, გაიმართება დისკუსიები და ქართველ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მედიცინის თანამედროვე მიღწევების შესახებ.

კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს კარიტასისა” და “განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის” ორგანიზებით იმართება.