ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას საქართველო მასპინძლობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას საქართველო მასპინძლობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას საქართველო მასპინძლობს.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი ჩამოვიდა.

„აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის მომდევნო ორწლიანი (2018-2019) თანამშრომლობის ხელშეკრულებას (Biennial Collaborative Agreement)“, რომელიც ასახავს მხარეთა ორწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

საქართველო პირველად გახდა ამ მუდმივად მოქმედი კომისიის ერთი წლის განმავლობაში თავჯდომარე,რაც ძალიან ბევრ შესაძლებლობებს მოგვცემს ახალი მიღწევების მოსაპოვებლად. საუბარი იყო ჯანდაცვის სისტემის პრეზენტაციას,შემდგომი არის ჯანდაცვის ორგანიზაციის იმ პოლიტიკის,რომელიც ერთი კვირის წინ დამტკიცდა როგორც სამოქმედო გეგმა,ეს პოლიტიკა მოიცავს იმას რომ ჯანდაცვაში ინვესტირების საჭიროების უფრო მაღალ პრომოუციას,გაცნობას მთავრობებისთვის, საითკენ უნდა წავიდეს გლობალური ჯანდაცვა და როგორ განვითარდეს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მუდმივმოქმედი კომიტეტი ევროპის რეგიონული კომიტეტის სათათბირო ორგანოა, მასში ირჩევენ ჯანდაცვის სფეროში სათანადო გამოცდილების მქონე 12 წარმომადგენელს 3 წლის ვადით, რომელთა შერჩევა რეგიონში შემავალი 53 სახელმწიფოს წარმომადგენელთა შორის ხდება.

2017 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სესიაზე, პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ისტორიაში, საქართველო არჩეულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ.

„ჯანდაცვის სისტემა რეფორმების გარეშე იძირება და ამ წლის განმავლობაში რაც იქნება,ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ამბულატორიული მედიკამენტებით დახმარების პროგრამის კიდევ უფრო დახვეწა და ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის კონტროლზე აქცენტირება,მათ სორის რა თქმა უნდა მედიკამენტებზეც“, – განაცხადა მინისტრმა.