საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გამთენიისას, 02:03 საათზე იგრძნობოდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. ონის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების კედლები. არავინ დაშავებულა. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.