საქართველოში თბილისის დროით 12 საათსა და 27 წუთზე მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან, დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელ ზემო ქედთან დაფიქსირდა.
ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.