საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაბა ჩოხატაურთან, თბილისის დროით 16 საათსა და 35 წუთზე მოხდა. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ჩოხატაურის სამხრეთ-დასავლეთით სამ კილომეტრში, სოფელ ახალშენში დაფიქსირდა.