იაპონიამ საქართველოს 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტრო კარდიოგრაფი გადასცა.
ინვენტარი საქართველომ 2 მილიონ 800 ათასი დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მიიღო. პროექტის მნიშვნელობაზე იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ ისაუბრა. ელჩის განცხადებით, იაპონია მიიჩნევს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა უკლებლივ ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.