პრემიერ-მინისტრი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს იში ძუკა ჰი დეკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. ირაკლი ღარიბაშვილმა იში ძუკა ჰი დეკის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.