იაპონიის კულტურის დღე

ქართულ სასწავლებელში იაპონიის კულტურის დღე აღნიშნეს. თავად იაპონიაში კულტურის დღედ 3 ნოემბერია გამოცხადებული. საზეიმო ღონისძიებას საქართველოში იაპონიის ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი იაპონელი პიანისტი, ტოშიკი უსუი. ღონისძიებაზე სკოლის გუნდის მიერ შესრულდა როგორც ქართული, ასევე იაპონური სიმღერები. ქართული სასწავლებელი 1999 წლიდან არის იაპონია საქართველოს ასოციაციის წევრი.