ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით. საუბრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.