საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია – „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი“. ამასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. ღონისძიებას სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობით, 2 მაისს დაზღვევის დღე საქართველოში უკვე მეორედ აღინიშნება.