გამოწვევები აგროდაზღვევაში

ფერმერები აგროდაზღვევის სისტემის გამართვას ითხოვენ.

სახელდება რამდენიმე პრობლემა, რის გამოც მეწარმეები პროგრამაში ჩართვისგან თავს იკავებენ. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ აგროდაზღვევით ფერმერების ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს. მეწარმეები ძირითადად ზარალის შეფასების არაეფექტური პრაქტიკით და ზარალის დაგვიანებით ანაზღაურებით არიან უკმაყოფილოები. აგროდაზღვევის სისტემის გადახედვაზე და მისი გაუმჯობესების აუცილებლობაზე სფეროს ექსპერტებიც საუბრობენ – მით უფრო, რომ უამინდობის და სტიქიური პროცესების შედეგად დამდგარი ზარალი საკმაოდ მასშტაბურია.