საქართველოში არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება
საქართველოში არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. დღეს დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 25-27 გრადუსი იქნება. 11 ივნისს შესაძლებელია ნალექის ინტენსივობა შემცირდეს, თუმცა მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.