ცხოვრება სტიქიით დაზარალებული გურიის სოფლებში

სტიქია და მისი შედეგები დღეს „მოამბე რეგიონების“ მთავარი თემაა.

ერთ-ერთი ბოლო პრობლემური ზონა იყო გურია. ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ რეგიონი განსაკუთრებულად დააზარალა. სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ასზე მეტ ოჯახს განსახლება მოუწიოს.

„მოამბის“ კორესპონდენტი თეა აბსარიძე ლანჩხუთიდან, სოფელ შრომადან დეტალებით.