საქართველოში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. თანხის დაახლოებით მესამედი ტურიზმის სექტორს მოხმარდება. სასტუმროების მშენებლობა თბილისში, ქუთაისში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთასა და სათხილამურო კურორტებზე იგეგმება.
ინვესტიცია ჩაიდება ჰესების მშენებლობაში და ქარის ენერგიაში. იგეგმება წყლის ინფრასტრუქტურის და ღვინის წარმოების განვითარება.
კერძო საინვესტიციო კომპანიის გეგმებზე დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს. ღონისძიებას მთავრობის წევრები დაესწრნენ.
პროექტის მიხედვით, საინვესტიციო გეგმა რამდენიმე წელზეა გათვლილი და მისი განხორციელება ნაწილობრივ უკვე დაიწყო.