სოლიდარობის აქცია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა ოზურგეთში, ჭადრების ბაღში. „არა ნამახვანჰესს“,  „საქართველო არ იყიდება“ – აქცია ამ შინაარსის ტრანსფარანტების ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების განცხადებით, პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებსა და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს. მათივე განცხადებით, გურიისთვის ჰესების საკითხი განსაკუთრებულად აქტუალურია.

„გორი რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად“-  ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა გორში. აქცია, რომელიც სოციალური ქსელით დაანონსდა, გორში, თეატრის წინ ჩატარდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს და რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჰესის მშენებლობის ირგვლივ ბევრი კითხვაა და ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი