საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით კიევში იმყოფება. შეხვედრები დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. დავით ზალკალიანი უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც განიხილავენ თანამშრომლობას ევროკავშირთან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებს.
ანა ბროლაძე დეტალებით.