საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. ამასთან დაკავშირებით დღეს ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმდა.
დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ათი თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს.
ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს.