საქართველოს რკინიგზა, ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, დამატებით რეისს ნიშნავს. თბილისი-ბლექ სი არენა-ბათუმის მიმართულებით, 27, 28 და 29 ივნისს მატარებელი დილის 10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს კი, ბლექ სი არენა-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ.
მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და ბლექ სი არენა-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00.15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04.25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის საშუალებით შეეძლებათ.