საქართველოს რკინიგზა 150 წლისაა – 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს.
რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები, სხვადასხვა სპეციფიკური სარკინიგზო პროფესიები – ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. თითოეულ გამარჯვებულს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა დააჯილდოებს.