საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს 5 ქვეყნის პირველ პირთან ერთად დაესწრო. ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში კერსტი კალიულაიდის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.
მიღების შემდეგ პრეზიდენტები ტრადიციულ სტუდენტურ ფესტივალს დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ესტონურ ენაზე დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა, რომლის ფარგლებში, მას მოლაპარაკებები ესტონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა, განსახილველ საკითხებს შორის მთავარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ნატო-ს დაგეგმილი სამიტი იყო.