საქართველოს პირველი არხისა და უკრაინის რადიოს ერთობლივი პროექტი

საქართველოს პირველი არხი და უკრაინის რადიო საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთიანდებიან. გადაწყვეტილების მიზანია ინფორმაციის უკრაინულ ენაზე ოპერატიულად გავრცელება.

უკრაინის საზოგადოებრივი რადიო მსმენელებს 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. რადიოს ეთერში საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები და წამყვანი ექსპერტები. პირდაპირი ტრანსლაცია ჩერდება მხოლოდ განგაშის სიგნალის დროს, როცა წამყვანები იძულებული არიან, თავშესაფრებში გადაინაცვლონ.

პროექტი ხორციელდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხარდაჭერით და კოორდინაციით. უკრაინის რადიო ხელმისაწვდომია ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე.