ოთხდღიანი ძებნის შემდეგ საქართველოს პირველი არხის ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს.
29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი პარასკევის შემდეგ ეძებდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამაშველო სამსახური. სანდროს ცხედარი მაშველებმა ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ნახეს.
პირველი არხი ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩვენი კოლეგის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.