გამოშვებას სამწუხარო ინფორმაციით ვიწყებთ. საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, ოპერატორი და ჩვენი მეგობარი, სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი მაშველებმა და ოჯახის წევრებმა ცხვარიჭამიას მიმდებარედ, ტყეში აღმოაჩინეს. სანდრო ბერაძეს ახლობლები, პოლიცია და სამაშველო სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
საქართველოს პირველი არხი უსამძიმრებს ოჯახის წევრებს და ახლობლებს.