საქართველოს პირველი არხის ეთერის მონიტორინგი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

პირველი არხის და საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი პირველი სექტემბრიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის „ლინკის“ მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები. მიმდინარე მონიტორინგის პირველ შედეგს წარმოადგენს „მოამბის“ ყველა გამოშვებაში გაზომილი საარჩევნო სუბიექტები, დათმობილი დროის მიხედვით. სლაიდი მოიცავს პირველიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, „მოამბის“ ყოველდღიურ გადაცემებს: მონიტორინგის მიხედვით, გაშუქება ხორციელდება საარჩევნო სუბიექტების აქტივობის შესაბამისად. მოცემულ მონაკვეთში 30 რეგისტრირებული პარტია გაშუქდა.