დღეიდან საქართველოს პირველი არხი მეგა-პროექტ „მასტერშეფის“ მეორე სეზონს იწყებს.
22 საათზე თქვენ ყველაზე რეიტინგული საერთაშორისო კულინარიული მეგა-შოუს პირველ ეპიზოდს ნახავთ.
ახალი გამოწვევები მონაწილეებისთვის და უცვლელი ჟიური, რომელმაც ფინალური ათეული უნდა შეარჩიოს.
ბრძოლა ქვეყნის პირველი კულინარის სტატუსისთვის იწყება. მასტერშეფის მეორე სეზონი ორ თვეს გაგრძელდება, გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერში გამოვლინდება. მას საჩუქრად ბინა გადაეცემა.