ქართული მწერლობის 700-ზე მეტი წარმომადგენელი ერთად და 1550-წლიანი ისტორია – ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უნიკალურ პროექტზე დაასრულა მუშაობა.
„საქართველოს პარნასი“ – ასეა დასათაურებული რუქა, სადაც 724 ავტორის პორტრეტები, დაბადების და გარდაცვალების თარიღები და ფოტოებია წარმოდგენილი. პრინციპი ასეთია – პოეტები, მწერლები, პროზაიკოსები თუ მთარგმნელები რუქაზე იმ ადგილებზე არიან გამოსახული, საიდანაც წარმოშობით იყვნენ.
რუკაზე ნახავთ ქართველ მეფეებსა და სასულიერო პირებსაც – მათ შორის იმ ადამინების პორტრეტებსაც, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. რუკაზე უცნობი ფოტოები სხვადასხვა ფრესკიდან და გამოცემიდან გადაიტანეს. იდეა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთნის.