სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, რამინ იდიგოვის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ორმხრივი კომისია შეიქმნას, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა კი ვითარების დამაზიანებელი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ. მისივე თქმით, შექმნილი დაძაბულობა მხოლოდ მესამე ძალის ჩარევის შედეგია, რაც ორი ქვეყნის მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.