ბერლინიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 137 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც, სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6 277 ადამიანია მოთავსებული.