საქართველოს ხელისუფლება ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოს ხელისუფლება.
როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ის ამერიკელი ხალხის ტკივილს იზიარებს.
ვიზიარებთ ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ამერიკელი ხალხის ტკივილს, – წერს საქართველოს პრემიერი.
ტეხასში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტიც: ჩვენი აზრებით ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულებთან და დაზარალებულებთან ვართ. აშშ-ის მთავრობის გვერდით ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.