ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანის პროცესში ჩართულია საქართველოც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას ასრულებს. ყოველდღე ქაბულიდან რამდენიმე რეისი სრულდება. ნატოს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით საქართველოს დედაქალაქში ჩამოყვანილი მოქალაქეები სხვადასხვა ავია-კომპანიის ლაინერით სამშობლოში ბრუნდებიან, ავღანეთში სამუშაო მისიით მყოფი ოთხი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები კი დროებით თბილისში რჩებიან. ჰუმანიტარულ-საევაკუაციო მისიაში მონაწილეობის გამო, ქვეყანა მადლობებს იღებს. ავღანეთიდან გაქცევის მსურველებით სავსე ქაბულის აეროპორტში დღეს საქართველოდან სასმელი წყალიც გააგზავნეს.